ახალი ამბები

ბულგარეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

11 მაისი, 2021 • 762
ბულგარეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა დღეს, 11 მაისს, გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, დაითხოვა ქვეყნის პარლამენტი და დანიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები.

ახალი არჩევნები ქვეყანაში 11 ივლისს ჩატარდება.

რადევმა პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მმართველი კოალიციის კანონით დადგენილ დროში ჩამოუყალიბებლობის გამო მიიღო.

პრეზიდენტმა დღესვე წარადგინა ახალი დროებითი მთავრობა, რომელიც მთავრობის მოვალეობას არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე შეასრულებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი