ახალი ამბები

ბულგარეთში ნატოს ახალი სამხედრო ბაზა აშენდება

14 სექტემბერი, 2023 • 936
ბულგარეთში ნატოს ახალი სამხედრო ბაზა აშენდება

ბულგარეთში ნატოს ახალი სამხედრო ბაზა აშენდება.

ბაზა, რომლის მშენებლობაც მალე დაიწყება, მოიცავს: ყაზარმებს, აღჭურვილობის შესანახ შენობებს და სატრანსპორტო ქსელს.

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, თოდორ თაგარეევის განცხადებით, ბაზის მშენებლობა 51 მილიონი ევრო დაჯდება და საჭირო რესურსების ნაწილს ნატო უზრუნველყოფს.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მშენებლობის ზუსტი ადგილის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა ცნობილია, რომ ნატოს ახალი ბაზა ბულგარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იამბოლის რეგიონში განთავსდება. ბაზის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის დასრულდება.

ბულგარეთში ნატოს ბაზაზე ოფიცრების ძირითადი ნაწილი იტალიიდან იქნება მობილიზებული და საბრძოლო ჯგუფს ექნება თავდაცვითი ფუნქციები აგრესორის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი