ახალი ამბები

უგულავას თქმით, “ძიუდოისტის ცემის” საქმეზე მისი სასამართლო პროცესი 13 მაისს ჩაინიშა

11 მაისი, 2021 • 857
უგულავას თქმით, “ძიუდოისტის ცემის” საქმეზე მისი სასამართლო პროცესი 13 მაისს ჩაინიშა

“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრის, გიგი უგულავას ინფორმაციით, 13 მაისს მის საქმეზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

საუბარია 2019 წელს აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რომელზეც უგულავას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.  უგულავას ედავებიან ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას.

“რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცეჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილს ვცემე, აი, ეგ საქმე.

მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე”, — წერს უგულავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი