ნეტგაზეთი | სამადაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტნიორებად მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პროდასავლელებს მოიაზრებს სამადაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტნიორებად მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პროდასავლელებს მოიაზრებს – Netgazeti
RU | GE  

სამადაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტნიორებად მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პროდასავლელებს მოიაზრებს

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თავის პოლიტიკურ პარტნიორებად “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებელს” მოიაზრებს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“ჩემს ბუნებრივ პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც “ლელოს”, ასევე “სტრატეგია აღმაშენებელს” და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მე სრულად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას. შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარდა პროდასავლური ფლანგის გაძლიერების გარეშე, ამ ქვეყანაში ძალიან გაგვიჭირდება ივანიშვილის საბოლოოდ დამარცხება”, — განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა, რომელიც ოფიციალურად “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია თავად “ნაციონალურ მოძრაობას”. სამადაშვილის თქმით, ის პარტიას ოფიციალურად დატოვებს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი