ახალი ამბები

“დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად” — პრემიერი მელიაზე

9 მაისი, 2021 • 1682
“დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად” — პრემიერი მელიაზე

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი მისთვის საინტერესო არ არის, რადგან ქვეყანაში “უამრავი პრობლემაა”.

“არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ”, — თქვა ღარიბაშვილმა დღეს, 9 მაისს, ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

როგორც ის ამბობს, საქართველოში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა.

“ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი [ნიკა მელია] ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით არასოდეს, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება არასოდეს კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ჩვენ, ამავდროულად, არავის შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და ასევე ამბობდა, რომ გირაოს არ მიიღებდა, თუ არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად,“ — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია – EU-ს წარმომადგენლობა

მასალების გადაბეჭდვის წესი