ახალი ამბები

გამყრელიძე: I დოზის შემდეგ 300-მდე პირი დაინფიცირდა, თუმცა ყველამ მსუბუქად გადაიტანა

7 მაისი, 2021 • 2262
გამყრელიძე: I დოზის შემდეგ 300-მდე პირი დაინფიცირდა, თუმცა ყველამ მსუბუქად გადაიტანა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინების პირველი დოზის მიღების შემდეგ 300-მდე ადამიანი COVID-19-ით დაინფიცირდა.

თუმცა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ყველა მათგანთან ინფექცია მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა, ხშირად კი პაციენტებს სიმპტომები საერთოდ არ გამოვლენიათ:

“300-მდე შემთხვევა გვაქვს “ფაიზერსა” და “ასტრაზენეკაზე”, როდესაც ადამიანები დაინფიცირდნენ იგივე ერთი აცრის შემდეგ, მაგრამ ყველასთან ეს ინფექცია წავიდა საკმაოდ მსუბუქად და ხშირად, საერთოდ უსიმპტომოდ” ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

7 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯამურად ჩატარდა 54 687 აცრა. აქედან ვაქცინის ორივე დოზით, სრულად ვაქცინირებულია 8700 ადამიანი.

ამ დროისთვის დაგროვილი მონაცემებით, “ფაიზერის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინების ორივე დოზით აცრილ პირებში სრულად იმუნიტეტი მეორე ინექციიდან 2 კვირის შემდეგ ყალიბდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი