ახალი ამბები

“სინოფარმის 250 ათას დოზას მივიღებთ, ამდენივეზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს” – ტიკარაძე

6 მაისი, 2021 • 1628
“სინოფარმის 250 ათას დოზას მივიღებთ, ამდენივეზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდავის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება  “სინოფარმის” ვაქცინის დამატებით 600 ათასი დოზა.

აქედან, მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ვაქცინების 250 000 დოზას უკვე გარანტირებულად ივნისის თვეში მიიღებს:

“ჩვენ უკვე გვაქვს ხელმისაწვდომობა “სინოფარმის” 100 ათას დოზაზე. ივნისის თვეში ველოდებით კიდევ დამატებით 250 ათას დოზას, თუმცა მოლაპრაკება არის დამატებით კიდევ 250 000 დოზაზე, რაც ნიშანვს იმას, რომ გარდა იმ დოზებისა, რაც უკვე დაჯავშნილია, ჩვენ ხელმისაწვდომობა კიდევ გვექნება დამატებით “სინოფარმის” 600 ათას დოზაზე”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “რუსთავი 2-თან”.

ამ დროისთვის საქართველოში ხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის, “სინოფარმის” და “ასტრაზენეკას” ადმინისტრირება. ქვეყანაში ასევე არის 100 ათასი დოზა ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინა, რომელიც ქვეყანამ “სინოფარმის” ამდენივე ოდენობის შეძენის შემდეგ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო, თუმცა მისი გამოყენება ამ დროისთვის დაწყებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი