ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

5 მაისი, 2021 • 1105
ფინანსთა მინისტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

აცრის შემდეგ მინისტრმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დღეს ვაქცინა ათასობით ადამიანისა და ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

“ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომლითაც აცრილია ათობით მილიონი ადამიანი, არის კარგი.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა დასახელების და წარმოშობის არის ვაქცინა, თუ პირველ პუნქტს აკმაყოფილებს.

დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა (ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა). უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენ გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის.

( პ.ს. 10 და 20- დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი, რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა )”, — წერს ლაშა ხუციშვილი.

ფოტო: რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი