ახალი ამბები

გაბუნია: “სინოვაკი” აცრების არჩევანს, ვფიქრობ, 2-3 კვირაში დაემატება

4 მაისი, 2021 •
გაბუნია: “სინოვაკი” აცრების არჩევანს, ვფიქრობ, 2-3 კვირაში დაემატება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინის, “სინოვაკის” არჩევა მოქალაქეებს, სავარაუდოდ, მომდევნო 2-3 კვირაში შეეძლებათ.

როგორც გაბუნია “რუსთავი 2-თან” აცხადებს, ვაქცინის გამოყენების დაწყება ლოჯისტიკურ საკითხებს უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, დამატებითი აცრის წერტილების მობილიზება:

“სინოვაკით აცრის პერიოდიც, ვფიქრობთ, მომდევნო 2-3 კვირის განამვლობაში დაიწყება. ეს დაკავშირებულია გარკვეულწილად ლოჯისტიკურ საკითხებთან, დამატებითი აცრის წერტილების მობილიზებასთან და ასევე ვფიქრობთ, ავტორიზაცია როცა ექნება ორივე ვაქცინას, უფრო აქტიურად შევძლებთ ორივე პრეპარატის აქტიურ გამოყენებას. ვფიქრობ, მომდევნო 2-3 კვირა იქნება ის პერიოდი, როცა სინოვაკთან დაკავშირებითაც მოემზადება ქსელი, მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები და სინოვაკიც დაემატება აცრის არჩევანის მენიუს” ,- ამბობს თამარ გაბუნია “რუსთავი 2-თან”.

ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინა საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. ქვეყანაში ამჟამად ამ კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზაა, თუმცა მათი გამოყენება ამ დროისთვის დაწყებული არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი