ახალი ამბები

ჯერ ენმ-მ უნდა გადაწყვიტოს, აწერს თუ არა ხელს საგამოძიებო კომისიის ინიცირებას – ვაშაძე

4 მაისი, 2021 • 1112
ჯერ ენმ-მ უნდა გადაწყვიტოს, აწერს თუ არა ხელს საგამოძიებო კომისიის ინიცირებას – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუ კომისიის შესაქმნელად პარლამენტში საკმარისი ხმები მოგროვდება. ამის შესახებ მან დღეს, 4 მაისს, განაცხადა.

“ჯერ “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა გადაწყვიტოს, აწერს თუ არა ხელს საგამოძიებო კომისიის ინიცირებას პარლამენტში. მე ახლა რაც მაქვს განრიგში, ეს არის დროულად ამნისტიის კანონი, რომ მელია გათავისუფლდეს. ეს არის ჩემი ამოცანა. რავ შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ აუცილებლად არა მხოლოდ 20 ივნისთან დაკავშირებით, არამედ სხვა საგამოძიებო კომისიების ინიციატორებიც და აქტიური მონაწილეებიც ვიქნებით. მტკიცებულებებს თუ ვინმე აგროვებს 20 ივნისთან დაკავშირებით, აგროვებს ჩვენი გუნდი. იცით, რომ ჩვენ ყოველთვის სისტემურად ვმუშაობთ. ამ მტკიცებულებებს ცოტა ხანში ყველა ნახავთ. თუ ვხედავ, რომ არის საკმარისი რაოდენობა ხელმომწერების, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვაწერთ ხელს[საგამოძიებო კომისიის შექმნას]”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა “ლელომ” წამოაყენა. აღნიშნულ საკითხზე “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში მყოფ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასაც ესაუბრა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, მელია საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეას ეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი