ახალი ამბები

გამყრელიძის თქმით, განიხილება “ასტრაზენეკაზე” ასაკობრივი ზღვრის დაწევა

4 მაისი, 2021 •
გამყრელიძის თქმით, განიხილება “ასტრაზენეკაზე” ასაკობრივი ზღვრის დაწევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, განიხილება “ასტრაზენეკას” წარმოებულ ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვრის დაწევა. ამჟამად აღნიშნული ვაქცინა საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ჰკითხეს, ხომ არ იგეგმებოდა ასაკობრივი ზღვრის დაწევა “ასტრაზენეკას” ვაქცინისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ პრეპარატს ვადა გასდის:

“ზოგადად არის საუბარი ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით, მაგრამ ამის გამო არა. ასტრაზენეკა 6-ში კიდევ შემოვა 43 ათასი დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა უკვე გაიკეთეს.

ასტრზენეკაზე, დღევანდელი მონაცმეებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნილი აქვს 10 000 ადამიანს, ამიტომ, არა მგონია, ჩვენ პრობლემა გვქონდეს ასტრაზენეკას ათვისებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი