ახალი ამბები

საქართველომ “სინოვაკის” 100 000 დოზა მიიღო

30 აპრილი, 2021 • 1378
საქართველომ “სინოვაკის” 100 000 დოზა მიიღო

საქართველომ „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა და 100 800 ცალი შპრიცი მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის  ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარება.

“ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოვაკის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში და ის 22 ქვეყანაშია აღიარებული. ჩინური ვაქცინა გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვ”, — აღნიშნავს სამინისტრო.

“სინოვაკით” ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

მანამდე, საქართველოში ჩინური წარმოების კიდევ ერთი ვაქცინა “სინოფარმი” შემოვიდა და ის უკვე ხელმისაწვდომია 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის.

“სინოფარმსა” და “სინოვაკს” ამ დრომდე არ მიუღიათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა მათ უკვე იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჯანმო ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

“სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ სპეციალურად შექმნილ ვებსაიტზე booking.moh.gov.ge

გაბუნია: მიმდინარეობს მუშაობა პარამეტრებზე, რაც აისახება “კოვიდპასპორტში”

მასალების გადაბეჭდვის წესი