ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, კარგი იქნება, თუ პატიმრობაში მყოფი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია გასათავისუფლებლად ევროკავშირის შეთავაზებულ გარანტიებს განიხილავს. ამის შესახებ მან დღეს, 29 აპრილს, საქართველოში ვიზიტის დასასრულს, მედიას განუცხადა.
“მოვუწოდებ ბატონ მელიას, რომ გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომელიც არის შეთავაზებული ევროპის პოლიტიკური კოლეგებისგან და პარტნიორებისგან. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არჩეულმა პარლამენტის წევრებმა გამოხატონ სურვილი, შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც უკავშირდება შეთანხმების დაუყოვნებლივ განხორციელებას[…] ძალიან კარგი იქნება, თუ ის განიხილავს იმ შემოთავაზებებსა და გარანტიებს, რაც ევროკავშირის პარტნიორებისგან იქნა შემოთავაზებული”, — განაცხადა ლანდსბერგისმა.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, გადაიხადოს გირაო, თუ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდება ან მხოლოდ აქციის მონაწილეებს შეეხება.
მელია სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, არ მიიღონ მონაწილეობა “ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია