ახალი ამბები

ვაქცინირებულებისთვის შესაძლოა კომენდანტის საათი გაუქმდეს ან სხვა უპირატესობები მიენიჭოთ

28 აპრილი, 2021 •
ვაქცინირებულებისთვის შესაძლოა კომენდანტის საათი გაუქმდეს ან სხვა უპირატესობები მიენიჭოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომავალ კვირაში აპირებს, საკოორდინაციო საბჭოს მიმართოს ინიციატივით ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების პერიოდში შეღავათები შემოღების თაობაზე.

“ამაზე ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტია, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის. მაგალითად, კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი და კიდევ სხვა ინიციატივები… რამდენიმეზე ვმუშაობთ და წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად იქნას აცრილი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ორჯერ ვაქცინირებულ პირებს ზოგიერთ ქვეყანაში აღარ მოეთხოვებათ პირბადის ტარება გარე სივრცეებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ, თუ რა უპირატესობით შეიძლება ისარგებლონ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილმა ადამიანებმა.

გაბუნია: მიმდინარეობს მუშაობა პარამეტრებზე, რაც აისახება “კოვიდპასპორტში”

მასალების გადაბეჭდვის წესი