“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს ციხიდან, თუმცა “ციხის კარიდან ვერ გამოეტია”.
“მუდმივად გვესმის საუბარი იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან — ამნისტია. ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ ვერ გამოეტია ციხის კარიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, განსაკუთრებით ამნისტიას, ორივე შემთხვევაში ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი, ან არ მიიღოს. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტის შესახებ კანონში. თუ მელია არ დაეთანხმება, მასზე ამნისტიის კანონი არ გავრცელდება, ანუ ესეც არის უზრუნველყოფილი”, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე გამოეხმაურა მელიას განცხადებასაც, რომ იმ პარლამენტში, სადაც “ყველა მოძალადის და ყველა ჯალათის შეწყალება მოხდება”, შესვლა გაუჭირდება.
“ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, შეუძლია შემოვიდეს, შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში”, — განაცხადა კობახიძემ.