ახალი ამბები

27 აპრილი: გამოვლიდა კორონავირუსის 1578 შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 5,76%-ია

27 აპრილი, 2021 •
27 აპრილი: გამოვლიდა კორონავირუსის 1578 შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 5,76%-ია

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის  1578 შემთხვევა გამოვლიდა და 17 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი შემთხვევები 27 373 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 13 217 ანტიგენის, 14 156 კი  PCR ტესტი იყო. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.48% იყო.

ქვეყანაში კორონავირისის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  305 850-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 4 060 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  •  თბილისი – 1 001 შემთხვევა
  • აჭარა – 128
  • იმერეთი – 89
  • ქვემო ქართლი – 56
  • შიდა ქართლი – 61
  • გურია – 39
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84
  • კახეთი – 63
  • მცხეთა-მთიანეთი – 41
  • სამცხე-ჯავახეთი – 8
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 13 826-ია, მათგან 3 644 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი