“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს დღეს, “ქართულ ოცნებასთან” შეხვერის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტი ხვალ, 27 აპრილს, პარლამენტში, დიდი ალბათობით, არ დარეგისტრირდება
“ხვალ ჩვენ დავრეგისტრირდებით პარლამენტში იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა დატოვოს საპატიმრო. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამნისტიის კანონთან დაკავშირებით იმისათვის, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა, მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება,” — თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
შეხვერის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” ლიდერებმა თქვეს, რომ ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დარეგისტრირდება პარლამენტში “შეთანხმებით გათვალისწინებულ” ვადებში. თუ ოპოზიცია არ დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, მაშინ “ოცნება” გეგმავს კანონპროექტის დარეგისტრირებას. დეპუტატ შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდის კანონპროექტი მაქსიმალურად ახლოს იქნება შეთანხმებასთან.
“ოცნებასა” და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შორის შეხვერა დღეს, 26 აპრილს, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ოფისში, თბილისში გაიმართა. აღნიშნული შეხვერის მიზანი მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმების შესრულებაზე დისკუსიაა.
გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია