ახალი ამბები

“ამნისტია 20 ივნისზე მძიმე დაზიანებებს არ შეეხება” — შალვა პაპუაშვილი

26 აპრილი, 2021 • 954
“ამნისტია 20 ივნისზე მძიმე დაზიანებებს არ შეეხება” — შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია არ შეეხება იმ პირებს, რომლებმაც ადამიანებს მძიმე დაზინებები მიაყენეს.

ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა შეხვერის შემდეგ, რომელიც “ოცნებასა” და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შორის დღეს, 26 აპრილს, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ოფისში, თბილისში გაიმართა. აღნიშნული შეხვერის მიზანი მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმების შესრულებაზე დისკუსიაა.

“ამისტია არ იქნება დანაშაულებებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება, ასევე არ შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივად არის შერყეული”, — უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

დეპუტატის თქმით, ამნისტია შეეხება, მათ შორის, პოლიციელებს, რომლებსაც არ აქვთ ჩადენილი ზემოთ ჩამოთვლილი სახის დანაშაულებები.

შეხვერის დასრულების შემდეგ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დაადასტურა შალვა პაპუაშვილის ნათქვამი და დააკონკრეტა, რომ ამნისტია არ შეეხება იმ პირს/პირებს, რომლებმაც მაგალითად, მაკო გომურს დააკარგვინეს თვალი და ა.შ.


ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს, 26 აპრილს, ციხიდან განცხადება გაავრცელა. ის მზადყოფნას გამოთქვამს, გადაიხადოს გირაო, თუ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდება ან მხოლოდ აქციის მონაწილეებს შეეხება.

მელია სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, არ მიიღონ მონაწილეობა “ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია”.

მელიას თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია დაარბიეს და მოქალაქეებზე იძალადეს.

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი