ახალი ამბები

სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას ინიციატივაზე ამნისტიასა და გირაოზე

26 აპრილი, 2021 •
სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას ინიციატივაზე ამნისტიასა და გირაოზე

სალომე სამადაშვილი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს ინდივიდუალურად აწერს ხელს, აცხადებს, რომ მიესალმება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ მისთვის გირაოს გადახდას და ამ გზით საპატიმროს დატოვებას, თუმცა აღნიშნავს, რომ მელაის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმება უნდა შესრულდეს:

“ვფიქრობ, სწორი ნაბიჯია. მე ადრეც არ მესმოდა, ნიკას პოზიცია ევროკავშირის მიერ გირაოს დაფარვაზე რატომ იყო ასეთი ნეგატიური. მისი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ, ვფიქრობ, თავსითავად ეს ფაქტი უკვე იყო განაცხადი, რომ ევროკავშირს ეს გირაო უსამართლოდ მიაჩნდა.,

რაც შეეხება დანარჩენს, ეს შეთანხმება არ არის მხოლოდ ამნისტიის კანონზე, ეს არის საქართველოს ევროპულ მომავალზე. ამიტომ ცხადია, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერავის გადაწყვეტილება შეცვლის, რომ ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს. ეს შეთანხმება ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ ავიღეთ.

ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმას, მაგრამ ნიკას გადაწყვეტილება რატომაცაა ძალიან კარგი, მისი გამოსვლა საპატიმროდან ამნისტიის კანონპროექტის მნიშვნელობას მეორე ადგილზე წევს. ჩვენ ვჩქარობდით, რომ ნიკა გათავისუფლებულიყო”, – ამბობს სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია “პირველთან”.

დღეს ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მზადაა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს, თუ მოხდება ამნისტიის კანონის გაწვევა, რომელიც შეთანხმების ფარგლებში ხელმომწერმა პარტიებმა და ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს და შეეხება 20 ივნისის საქმეებს.

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი