ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რკინიგზის განცხადება ზუგდიდი-ჯვარის უბანზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ

23 აპრილი, 2021 • 367
საქართველოს რკინიგზის განცხადება ზუგდიდი-ჯვარის უბანზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ

საქართველოს რკინიგზ  ზუგდიდიჯვარის უბანზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზის თბილისისოხუმის მთავარი მიმართულების 2193 კილომეტრში, სადგურ ინგირიდან ზუგდიდის მიმართულებით, ზუგდიდიჯვარის განშტოებაზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, ენგურჰესის კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით აშენდა სარკინიგზო ხაზი. ზუგდიდიჯვარის უბანზე მოქმედი სარკინიგზო ხაზით, სატვირთო ვაგონები  სამშენებლო მასალებს კაშხლის მშენებლობას აწოდებდნენ. ენგურის კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზუგდიდიჯვარი/ჯვარი ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო და სატვირთო მატარებლები წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის რაიონებს ემსახურებოდნენ.

მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, სარკინიგზო ტვირთების არარსებობის გამო უბანი დარჩა უფუნქციო, 1996 წელს კი ეს ხაზი სამგზავრო და სატვირთო მატარებლებისთვის დაიკეტა. აღნიშნული სარკინიგზო ხაზი წლების განმავლობაში იძარცვებოდა უცხო პირების მიერ. კერძოდ, ხდებოდა საკონტაქტო ხაზებისა და ლიანდაგის ზედნაშენი მასალების დატაცებაქურდობის ფაქტები.

2006 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ზუგდიდიჯვარის მონაკვეთზე რკინიგზის ლიანდაგის გარკვეული ნაწილის  სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საკონტაქტო ქსელის გარეშე, თუმცა უფუნქციობის გამო  აღნიშნულ უბანზე კვლავ დაიწყო ლიანდაგის ზედნაშენი ელემენტების ქურდობადატაცება, რითაც სსსაქართველოს რკინიგზასმნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა და სსსაქართველოს რკინიგზისმიმართვების საფუძველზე, სამართალდამცავ  ორგანოებში აღძრულია არაერთი სისხლის სამართლის საქმე.

ზემოაღნიშნულის გამო, ,,საქართველოს რკინიგზამეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე თავდაცვის სამინისტროებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ზუგდიდიჯვარის სარკინიგზო უბნის 11-35კმ მონაკვეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება. აქვე საგულისხმოა, რომ მე-11 კილომეტრამდე სარკინიგზო ხაზი მოქმედია, რადგან წისქვილ კომბინატისთვის დღესაც გრძელდება ვაგონებით ტვირთების მიწოდება. უფუნქციოდ დარჩენილი, ზუგდიდიჯვარის სარკინიგზო უბნის 11-35კმ მონაკვეთზე ტექნიკური მდგომარეობისა და მორალური ცვეთის გამო, შეუძლებელი და არარენტაბელური იყო აქტივების აღდგენა, რადგან ამ აქტივების დიდი ნაწილი წარმოადგენდა ძველ  -43 და -50 ტიპის უვარგის ზედნაშენ მასალებს (რომელთა შესყიდვასსაქართველოს რკინიგზააღარ აწარმოებს). ეს მასალები ვეღარ პასუხობდნენ დღეს მოძრავი მატარებლების სიჩქარეს და ტვირთების გადაზიდვისათვის ღერძზე მოსული დატვირთვის მოთხოვნებს.

გასათვალისწინებელია, რომ დემონტაჟის მიმდინარეობისას განხორციელდა ამოღებული მასალების ვარგისიანობის მიხედვით დახარისხება, რის შემდეგაცძველვარგისიმასალები (რკინა/ბეტონის შპალი, რელსი, ქვედი, ჩასადები და საკლემე ჭანჭიკები) გადაცემული იქნა სალიანდაგო სამმართველოებზე შემდგომი გამოყენების მიზნით. დარჩენილი ზედნაშენი მასალები დეფექტების, ცვეთების და კოროზიების გამო აღრიცხულ იქნა, როგორცჯართიდა შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცა .. ,,საქართველოს რკინიგზის“  სათაო ოფისს.

ზუგდიდიჯვარის 11-35კმ მონაკვეთზე, რკინიგზის ძალებით, დემონტაჟი ჩაუტარდა მხოლოდ ამორტიზირებულ/უფუნქციო ლიანდაგს, ხოლო მიწის  ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები დარჩა რკინიგზის ბალანსზე, რომლებზეც განხორციელდება შესაბამისი მოვლაშენახვის სამუშაოები. საჭიროების  შემთხვევაში ზემოთხსენებულ მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი