ახალი ამბებირეკლამა

თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა, ღონისძიებები მთელი წელი გაგრძელდება

25 აპრილი, 2021 • 872
თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა, ღონისძიებები მთელი წელი გაგრძელდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს, 23 აპრილს  თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა.  წლის განმავლობაში დაგეგმილია ასამდე ღონისძიებისა და პროგრამის განხორციელება.

თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

[checklist]

  • ლიტერატურული ფესტივალები
  • წიგნის საერთაშორისო ბაზრობები და ფესტივალები
  • დისკუსიები მწერლებთან
  • კონკურსები
  • ლიტერატურული ფორუმ- დიალოგი ქართველი და უცხოელი გამომცემლების,
    ავტორებისა და ლიტერატურის აგენტებისთვის.
  • და ა.შ.

[/checklist]

საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვის წახალისებასა თუ განათლების ამაღლებას.

ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა წვლილი შეიტანო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიღწევებში, ისეთში როგორიცაა იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება.

“ეს ღირშესანიშნავი სტატუსია მთელი ქვეყნისთვის, საქართველოს კულტურის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ზრდისთვის. ამასთან, ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ეს ღონისძიება ძალიან ბევრ სტუმარს იზიდავს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

პირველი მსოფლიო დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი კუალა ლუმპური გახდა, რომლის მერიის დელეგაციისგან გადმოიბარა თბილისის მერმა, კახა კალაძემ წიგნის დედაქალაქის სტატუსი.  ოფიციალური ღონისძიება „აბრეშუმის ქარხანაში“ გაიმართა.

საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ადამიანებს, დაიჯერონ თავიანთი შესაძლებლობების და მოახდინონ მათი რეალიზება.

კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე უფრო მეტი შეგიძლიათ გაიგოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი