ახალი ამბები

მექსიკასა და პოლონეთში ფაიზერის ყალბი ვაქცინები აღმოაჩინეს

22 აპრილი, 2021 •
მექსიკასა და პოლონეთში ფაიზერის ყალბი ვაქცინები აღმოაჩინეს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ფაიზერი ადასტურებს, რომ მექსიკასა და პოლონეთში კორონავირუსის ვაქცინის ყალბი ვერსიები აღმოაჩინეს, რომლებიც ამ კომპანიის სახელს უკანონოდ და თაღლითურად იყენებდა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ამ ორ ქვეყანაში ყალბი ვაქცინები ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს და კომპანიამ 22 აპრილს დაადასტურა მათი სიყალბე.

გამოცემის თანახმადვე, კორპორაცია აცხადებს, რომ პოლონეთში აღმოჩენილი ყალბი ვაქცინა, სინამდვილეში, ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხშირად აფრთხილებს მსოფლიოს მოსახლეობას, რომ ყალბი ვაქცინები „სერიოზულ რისკს უქმნის გლობალურ საყოველთაო ჯანდაცვას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი