ახალი ამბები

სააღდგომოდ რეგულაციებთან დაკავშირებით დაგეგმილია შეხვედრა პატრიარქთან — ტიკარაძე

22 აპრილი, 2021 • 894
სააღდგომოდ რეგულაციებთან დაკავშირებით დაგეგმილია შეხვედრა პატრიარქთან — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, ილია მეორესთან. ამის შესახებ ტიკარაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან იდგა ეკლესია [საეკლესიო დღესასწაულებზე] ხალხისა და მთავრობის გვერდით, წელსაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს მათი მხარდაჭერის. დაგეგმილია შეხვედრა პატრიარქთან”, — განაცხადა ტიკარაძემ.

22 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განამვლობაში კორონავირუსის 1 226 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 4.38% შეადგინა. ბოლო 14 დღის განმავლობაში კი დადებითობის მაჩვენებელი 3.55%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 4.37%.

მასალების გადაბეჭდვის წესი