ახალი ამბებიეკონომიკა

მიხეილ ლომთაძე Forbes-მა მილიარდერთა სიაში შეიყვანა

21 აპრილი, 2021 • 2870
მიხეილ ლომთაძე Forbes-მა მილიარდერთა სიაში შეიყვანა

წარმოშობით ქართველი, ყაზახეთში მომუშავე ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე “ფორბსმა” მილიარდერთა სიაში შეიყვანა. $3.8 მილიარდით ლომთაძე სიაში 804-ე ადგილს იკავებს. “ფორბსის” სიაში ლომთაძე მეორე ქართველია ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, რომელიც 4.8 მილიარდი დოლარით 589-ე ადგილზეა.

ლომთაძის მიერ დაფუძნებული კომპანია “კასპი’ ყაზახური გადახდისა და fintech კომპანიაა, ანუ ფინანსურ სფეროში ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს. ფორბსის ინფორმაციით, 2020 წელს კომპანიამ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა.

გასული წლის ოქტომბერში Forbes-მა დაწერა, რომ ყაზახური ტექნოლოგიების კომპანია Kaspi-ის დამფუძნებლები ახალი მილიარდერები იყვნენ. გამოცემა წერდაკომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE)  წარმატებით გაყიდული აქციების შესახებ.

კომპანიას დამფუძნებლების, ვიაჩესლავ კიმის ქონება 2.5 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა, ხოლო მიხეილ ლომთაძის -დაახლოებით, 2 მილიარდ აშშ დოლარად.

Kaspi-მ  ფუქციონირება 2011 წლიდან დაიწყო, როგორც ონლაინ გადახდებისა და ელექტრონული საფულის სერვისის კომპანიამ. 2017 წელს დაამატა მობილური აპლიკაციითა და ბარათით, ტელეფონის ნომრით გადახდის ფუნქციაც. Forbes ყაზახურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ 2020 წლის ივნისში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) მიხეილ ლომთაძე პანდემიის პერიოდში “უანგარო შრომისთვის” ყაზახეთის პრეზიდენტმა მედლით დააჯილდოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი