ახალი ამბები

„ფორბსის“ მილიარდერთა სიაში ივანიშვილს მიხეილ ლომთაძემ გადაუსწრო

9 აგვისტო, 2021 • 3168
„ფორბსის“ მილიარდერთა სიაში ივანიშვილს მიხეილ ლომთაძემ გადაუსწრო

ამერიკული ჟურნალის, „ფორბსის“ მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამიერიდან საქართველოს უმდიდრეს მოქალაქედ აღარ ითვლება.

2021 წლის 9 აგვისტოს მონაცემებით, ივანიშვილს გადაუსწრო საქართველოს მოქალაქე გიორგი ლომთაძემ, რომელიც ყაზახეთში ცხოვრობს და მუშაობს. ლომთაძე ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანია „კასპის“ (Kaspi) ერთ-ერთი დამფუძნებელია.

Forbes-მა 2020 წლის დეკემბერში დაწერა, რომ „კასპის“ დამფუძნებლები მილიარდერები გახდნენ მას შემდეგ, რაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით გაყიდეს აქციები. კომპანიის თანადამფუძნებლის, მიხეილ ლომთაძის ქონება მაშინ დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა.

მოგვიანებით, 2021 წლის აპრილში, ლომთაძე „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში $3.8 მილიარდით 804-ე ადგილს იკავებდა. ის სიმდიდრით მეორე ქართველი იყო ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ეს უკანასკნელი კი $4.8 მილიარდით 589-ე ადგილს იკავებდა.

თუმცა 2021 წლის 9 აგვისტოს განახლებული მონაცემებით, 45 წლის ლომთაძე $5.1 მილიარდით 594-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი – 632-ე ადგილს $4.8 მილიარდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი