ახალი ამბები

ყაზახური კომპანიის თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე მილიარდერი გახდა – Forbes

27 ოქტომბერი, 2020 • 1863
ყაზახური კომპანიის თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე მილიარდერი გახდა – Forbes

ამერიკული Forbes-ის ცნობით, ყაზახური ტექნოლოგიების კომპანია Kaspi-ის დამფუძნებლები ახალი მილიარდერები არიან. გამოცემა წერს კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE)  წარმატებით გაყიდული აქციების შესახებ.

კომპანიას დამფუძნებლების, ვიაჩესლავ კიმის ქონება 2.5 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა, ხოლო მიხეილ ლომთაძის -დაახლოებით, 2 მილიარდ აშშ დოლარად. კომპანიების აქციები საფონდო ბირჟაზე ოქტომბრის შუა რიცხვებში წარმატებით გაიყიდა. აქციის საწყისი ფასი 33.75 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ ვაჭრობა 41.80 დოლარით დაიხურა.

თავად Kaspi აცხადებს, რომ ყაზახეთის ყველაზე მსხვილი გადახდისა და fintech კომპანიაა, ანუ ფინანსურ სფეროში ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს. Forbes კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ Kaspi-ს თვიურად ჰყავს 7 მილიონი მომხმარებელი. “სუპერ აპლიკაცია” გადახდებისთვის, სესხის აღებისთვის, რომელიც ინტეგრირებულია ყაზახი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში”, – ასეა დახასიათებული Kaspi საფონდო ბირჟაზე წარსადგენ განაცხადში. კომპანიის შემოსავალმა 2019 წელს 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Forbes წერს, რომ ბრიტანული fintech-ის Revolut-ის მსგავსად, Kaspi-ც ამტკიცებს, რომ მომხმარებელს აწვდის ტრანზაქციების, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის, დეპოზიტის განთავსებისა და სხვა სერვისებს. კომპანიის მტკიცებითვე, 2019 წელს ყაზახეთში სესხების გაცემის მიმართულებით ბაზრის ყველაზე დიდი წილი უჭირავს.

Kaspi-მ  ფუქციონირება 2011 წლიდან დაიწყო, როგორც ონლაინ გადახდებისა და ელექტრონული საფულის სერვისის კომპანიამ. 2017 წელს დაამატა მობილური აპლიკაციითა და ბარათით, ტელეფონის ნომრით გადახდის ფუნქციაც. Forbes ყაზახურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ 2020 წლის ივნისში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) მიხეილ ლომთაძე პანდემიის პერიოდში “უანგარო შრომისთვის” ყაზახეთის პრეზიდენტმა მედლით დააჯილდოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი