ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მერკელი ვერ ხედავს შავი ზღვის აკვატორიაში NATO-ს გაზრდილ აქტიურობას”| სოხუმი

21 აპრილი, 2021 • 962
“მერკელი ვერ ხედავს შავი ზღვის აკვატორიაში NATO-ს გაზრდილ აქტიურობას”| სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყება ეხმიანება გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის PACE-ს საგაზაფხულო სესიის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვას, რა დროსაც მერკელმა შეშფოთება გამოხატა ბელარუსში, უკრაინის აღმოსავლეთში, ლიბიაში, სირიაში, ყირიმში და სხვა რეგიონებში, მათ შორის აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში ადამიანის უფლებების და სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ.

“ქალბატონი მერკელი თითქოს ვერ ამჩნევს კიევის უკიდურესად პროვოკაციულ მოქმედებებს, რომელიც მიმართულია დონბასში სიტუაციის გამწვავებაზე. ვერ ხედავს აშშ-ის და NATO-ს ქვეყნების შავი ზღვის აკვატორიაში გაზრდილ აქტიურობას. ნაცვლად იმისა, რომ ბერლინმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა მთელი ძალისხმევა მიმართონ უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობის მოხსნაზე, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელ პროვოკაციულ რიტორიკას”, – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი