ახალი ამბები

შავგულიძის ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში 113 დეპუტატი მოიყრის თავს

20 აპრილი, 2021 • 1006
შავგულიძის ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში 113 დეპუტატი მოიყრის თავს

“ევროპული საქართველოს“ სიით პარლამენტში გასული დეპუტატი შალვა შავგულიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად მივა. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა.

თავად “ევროპულ საქართველოს” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. თუმცა გუშინ, 19 აპრილს, შავგულიძემ ნეტგაზეთთან განაცხადა, რომ მიუხედავად “ევროპულ საქართველოსთან” პარტნიორობისა, მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს.

შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების განსახორციელებლად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. დღეისათვის პარლამენტში 96 დეპუტატი მუშაობს, შესაბამისად, საჭიროა მინიმუმ 17 დეპუტატი, რათა საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო რაოდენობის პარლამენტარებს მოუყაროს თავი. შალვა შავგულიძის ხელმოწერის შემთხვევაში კი  პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობა მოიყრის თავს, ზუსტად – 113.

რამდენი დეპუტატის შესვლაა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი