ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მოუწოდებს პარლამენტის არჩეულ ყველა დეპუტატს, დღეს, დილის 9 საათიდან მივიდნენ ევროკავშირის ოფისში და ხელი მოაწერონ პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს, რომელზეც ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გუშინ, 19 აპრილს გაიმართა.
“საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: სამშაბათს, დილის 9 საათიდან გიწვევთ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად”, — წერს ჰარცელი ტვიტერზე.
To all elected Members of Parliament of Georgia: you are invited to sign the agreement at the EU Delegation, tomorrow (Tuesday) from 9am.
Didi Madloba! pic.twitter.com/ukMlikIdtC— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) April 19, 2021
შეთანხმებას ამ დრომდე მხოლოდ პარტიებისა და დეპუტატების ნაწილმა მოაწერა ხელი. ჯერჯერობით შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”.
შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე, “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.