ახალი ამბები

ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 29029 ადამაიანმა გაიარა

20 აპრილი, 2021 • 1547
ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 29029 ადამაიანმა გაიარა

19 აპრილს კორონავირუსის ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ პირებისთვის დაიწყო. ამ დროისთვის (00:44 საათისთვის) რეგისტრაცია 29 029 ადამიანმა გაიარა და მათგან 27 910 ადამიანს “ფაიზერის” ვაქცინით აცრა სურს. შემდეგ მოდის “მოდერნას” ვაქცინა, “ასტრაზენეკა” და ა.შ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. ამას გარდა, ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა.

“მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან მაქსიმუმ 3 სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა „დათანხმებამდე“  მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება”, — აცხადებენ სამინისტროში.

მათიცე ვნობით, პორტალის ამოქმედების მიზანი ვაქცინებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესებისა და მოლოდინის შეფასებაა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 30 209 ადამიანია აცრილი. რაც შეეხება კორონავირუსის შემთხვევებს, საქართველოში 295 936 დადასტურდა, რომელთაგან 281 574 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 949 გარდაიცვალა.

ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ პირებისთვის დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი