ახალი ამბები

ამ შეთანხმებით უნდა შევამციროთ პოლარიზაცია — ბაქრაძე

19 აპრილი, 2021 • 632
ამ შეთანხმებით უნდა შევამციროთ პოლარიზაცია — ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი. მისი თქმით, ამ შეთხმებით ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება და შემცირდეს პოლარიზაცია.

“მე, როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი, ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს; იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელში და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს იმსახურებს. ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ უკანონოდ, უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ.

დღეს, 19 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი