19 აპრილს რუსთავში გაიმართა აქცია, სადაც სოლიდარობა გამოუცხადეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველებს“ და ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს.
რუსთავში შეკრებილმა მოქალაქეებმა ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს სიგნალებით და ასე დაუჭირეს მხარი „რიონის ხეობის მცველებს“.
„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია [თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება] და აშენებს კომპანია „ენკა რინიუებლზ“ [მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია „ენკა“ (Enka Insaat ve Sanayi) ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ჯგუფი“].
რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 5 თვეზე მეტია, თანდათანობით მომატებულ მხარდამჭერებთან ერთად, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.
გირჩევთ:
„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში