ახალი ამბები

PHR: თაღლითობაზე მწვრთნელს ბრალი წარედგინა – ქალი ფეხბურთელების საქმე

19 აპრილი, 2021 •
PHR: თაღლითობაზე მწვრთნელს ბრალი წარედგინა – ქალი ფეხბურთელების საქმე

არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” [PHR] ცნობით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მწვრთნელს, რომელსაც ქალი ფეხბურთელები სექსუალურ ძალადობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.

2021 წლის 14 აპრილს პროკურატურამ კაც მწვრთნელს ბრალი წარუდგინა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გოგოების მიმართ დიდი ოდენობის თანხის თაღლითობის დანაშაულზე. სასამართლომ მწვრთნელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა.

„სასამართლომ დაზარალებული ქალი ფეხბურთელების ადვოკატს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრა სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე, ამით ხელი შეუშალა დაზარალებულების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას.

სასამართლომ არ აუკრძალა დანაშაულში ბრალდებულ მწვრთნელს გოგოებთან (დაზარალებულებთან) მიახლოება, რის გამოც ბრალდებული მიზანმიმართულად ჩნდება იმ სივრცეებში, სადაც გოგოები იმყოფებიან (მათ შორის მატჩის დროს) და ამით განზრახ იწვევს განმეორებით ტრავმას, უჩენს გოგოებს შიშს და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ“, – ამბობს ორგანიზაცია.

PHR მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა პროკურატურამ დანაშაულში დაზარალებული ქალი ფეხბურთელების უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო ვალდებულია, დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს, მართლმსაჯულების პროცესში, აარიდოს ყველა შესაძლო სტრესი და განმეორებითი ტრავმატიზება.


„პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს ქალ ფეხბურთელებს, რომელთა შორის არის არასრულწლოვანიც, რომლებიც თავიანთი მწვრთნელის მხრიდან სექსუალურ ძალადობასა და თაღლითობაზე საუბრობენ.

ვრცლად:

სექსუალური ძალადობის საქმეზე 8 ქალი და 1 ბავშვი დაზარალებულად არ ცნეს – PHR

მასალების გადაბეჭდვის წესი