ახალი ამბები

იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება და იგივე არა, რაც ბოლო რაუნდზე იყო – ჯაფარიძე

18 აპრილი, 2021 •
იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება და იგივე არა, რაც ბოლო რაუნდზე იყო – ჯაფარიძე

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე მედიატორები ხელმოსაწერად ახალ ტექსტს წარმოადგენენ.

ამასთან, ჯაფარიძე უშვებს იმასაც, რომ შესაძლოა ოპოზიციას ხელმოსაწერად ისევ ძველი დოკუმენტი შესთავაზონ.

“რა ტექსტი იქნება წარმოდგენა არ მაქვს. არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში იყოს რამე ცვლილებები. იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება და იგივე ტექსტი არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო. რაღაც ალბათობაც არსებობს, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ. ორი საკითხი იყო, პოლიტპატიმრების და ზოგადად, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და ხელახალ არჩევნებზე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ცვლილება, რომ ოპოზიცია დათანხმდეს. ჩემი პირობა, რაც მედიატორებს ვუთხარი ნიკა მელიას გათავისუფლების, პირველ რიგში მელიასთვის უნდა იყოს მისაღები. ეს პუნქტები წინაზე, როგორც იყო გაშლილი დოკუმენტში არ იყო მისაღები. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, მაშინ არ მოვაწერ ხელს”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში  “ქართულ ოცნებასა” და  ოპოზიციას შორის შეხვედრა იმართება. თავდაპირველად შეხვედრა თავდაპირველდა შეხვედრა 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა შემდეგ ორჯერ, ჯერ 17:00-მდე, შემდეგ კი 19:00 საათამდე გადაიდო. ცნობილია, რომ შეხვედრას ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები დაესწრებიან.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.ისინი მოუწოდებენ, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი