აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისისდავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა.
მათივე ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air-მა, საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა და პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა.
“ზაფხულის სანავიგაციო სეზონს ქუთაისის განახლებული აეროპორტით ვხვდებით. დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა განაახლა ოპერირირება. პირველი რეისი ავიაკომპანია Wizz Air-მა ვილნიუსიდან შეასრულა, დღესვე ასევე შესრულდება რეისი ვარშავიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი აეროპორტის ტერმინალი განახლდა და ოთხჯერ გაფართოვდა. რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო. მაისიდან აეროპორტში ვიზეარი რიგისა და დორტმუნდის მიმართლებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ქუთაისისთვის სრულია ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს ცენტრალური აზიისა და საქართველოს შორის სამი მიმართულებით განახორციელებს. სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად
დაინერგება”, — განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
მათივე ცნობით, მაგანახლებულ ტერმინალში მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან.