“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხირვად აწერს.
ხაზარაძის თქმით, საბოლოო შეთანხმებისა და დოკუმენტზე ხელმოწერისათვის აუცილებელია, რომ დანიელსონის მონაწილეობით მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი შედგეს.
“ოცნებამ”, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. შეგახსენებთ, 5 პუნქტიდან 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტთან დაკავშირებით – პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები – იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა”, — წერს ხაზარაძე.
“ქართული ოცნება” კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხირვად აწერს. ამის შესახებ დღეს, 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” დანიელსონის დოკუმენტში მოცემულ პუნქტებს იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ ხელს ოპოზიციაც მოაწერს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ
განაცხადა, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ვერ აიღებს 40%-ს ან მეტს, ის მზად არის განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით.