შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი.
მათივე ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა იგი ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.