ახალი ამბები

აქიმიძე და დვალი პროკურატურისიგან რ2-ის საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ

16 აპრილი, 2021 • 1150
აქიმიძე და დვალი პროკურატურისიგან რ2-ის საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პროკურატურისგან საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ, რომლის ფარგლებშიც 2015 წელს დაზარალებულად არიან ცნობილი. აღნიშნულის შესახებ მხარეებმა პროკურატურას განცხადებით დღეს, 16 აპრილს მიმართეს.

როგორც დვალისა და აქიმიძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც დაზარალებულებს ეკრძალებოდა სისხლის სამართის საქმის ასლების მიღება და მხოლოდ მასალების ადგილზე გაცნობა შეეძლოთ.

საკონსტიტუციოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ კი დაზარალებულებმა პროკურატურისთვის მიმართვა გადაწყვიტეს:

“საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც დაზარალებულს ეკრძალებოდა სისხლის სმართლის საქმის ასლების მიღების შესაძლებლობა. ეს გარემოება ამჟამად ნათელია და ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი უფლებამოსილები არიან მიიღონ საქმის მასალების ასლები”, – ამბობს ბარათაშვილი.

როგორც ცნობილია, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ რ2-ის წილების იძულებით დათმობის საქმეზე ჯერ პროკურატურას მიმართეს, რომელმაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის წესით, ასევე, მათ კერძო დავა წამოიწყეს ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ. დვალი და აქიმიძე აგრძელებენ სასამართლო დავას ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” 60%-იან წილზე, რომელიც მათი განცხადებით, 2004 წელს დაათმობინეს:

“9 წელია ამ საქმეზე არაფერი არ არის, გაჩერებულია. დამთავრდა ყველაფერი იმით, რომ დაზარალებულად გვცნეს და აღარანაირი აქტივობა აღარ ყოფილა პროკურატურაში. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყველა წარმოამდგენელმა, ვისაც კითხვები აქვს, ამომწურავი პასუხი მიიღოს” ,- ამბობს დავით დვალი.

ვრცლად წაიკითხეთ:

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

2015
მაგ საქმის მასალებს ითხოვენ

გაეცნო საქმის მასალებს

რამდენიმე თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება

14 მაისს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი