ახალი ამბები

დროა, უკრაინა-საქართველომ ნატოსა და EU-ში გაწევრებისთვის კონკრეტული წინადებები მიიღონ – ზელენსკი

15 აპრილი, 2021 • 682
დროა, უკრაინა-საქართველომ ნატოსა და EU-ში გაწევრებისთვის კონკრეტული წინადებები მიიღონ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა, უკრაინამ და საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადები მიიღონ.

ამის შესახებ ზელენსკიმ ტვიტერზე მას შემდეგ დაწერა, რაც დღეს, 15 აპრილს, მასსა და სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

“მე სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა, უკრაინამ და საქართველომ კონკრეტული წინადებები მიიღონ ნატოს MAP-ის მიღებასა და ევროკავშირი გაწევრიანების გეგმის შესახებ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინას და საქართველოს აქვთ ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა მშვიდობის საკითხში”, — წერს ზელენსკი.

ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი