ახალი ამბები

„არა ნამახვანჰესს“ – კურიერების სოლიდარობა „რიონის ხეობის მცველებს“

15 აპრილი, 2021 •
„არა ნამახვანჰესს“ – კურიერების სოლიდარობა „რიონის ხეობის მცველებს“

მიტანის სერვისის კომპანიების, „გლოვოს“, „ვოლტისა“ და „ბოლტის“ კურიერებმა 15 აპრილს თბილისში გამართულ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს „რიონის ხეობის მცველებს“.

„რიონის ხეობის მცველები“ უკვე 5 თვეზე მეტია, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ხეობაში დაძაბულობაა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილის ღამე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს. ისინი დილით გუმათჰესის მიმდებარედ დაბრუნდნენ, სადაც პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული.

ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ დღესაც ეცდებიან სოფელ ნამოხვანში შესვლას.

კურიერების საპროტესტო აქციებსა და მათ პრობლემებზე კი გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

რა არის „გიგ-ეკონომიკა“ და რა შეიძლება შეცვალოს კურიერის სასამართლო დავამ

მასალების გადაბეჭდვის წესი