ახალი ამბები

ჩემი გამოშვებისთვის 20 ივნისის საქმეზე ამნისტია მიუღებელი და დამამცირებელია – მელია

13 აპრილი, 2021 •
ჩემი გამოშვებისთვის 20 ივნისის საქმეზე ამნისტია მიუღებელი და დამამცირებელია – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 20 ივნისის საქმეების ამნისტია მისთვის მიუღებელია. ამის შესახებ მელიამ დღეს, 13 აპრილს, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პირობაზე დათანხმება მისთვის დამამცირებელია.

“მათი აზრით, ახლა მე ვარ ტყვეობაში და ჰალსტუხმოჭერილები რომ მიბრძანდებიან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, იქ მცდელობა აქვთ, რომ ჩემი გამოშვება/არგამოშვებით ივაჭრონ, რაც ჩემთვის დაუშვებელი, დამამცირებელი და კატეგორიულად მიუღებელია. ახლა იქამდე გაკადნიერდნენ, რომ ამბობენ, მელიას გამოვუშვებთო, მაგრამ 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის ინიცირება მოვახდინოთო, ჩვენ რომ მოძალადეები ვიყავით, პოლიციელები და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებიო. მელიას გამოვუშვებთ და ამათ ის დანაშაული — თვალების თხრა, ხორცების გლეჯვა – ვაპატიოთო. ვერ ეღირსებიან. ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი”, — განაცხადა მელიამ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში, “ოცნება” მზად იყო, 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონი მიეღო. ამის შესახებ კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. როგორც კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.

მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში, მზად ვიყავით 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მისაღებად – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი