“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია თავისივე სასამართლო პროცესიდან ისევ გააძევს.

ნიკა მელია სასამართლო პროცესიდან მანამდეც იყო გაძევებული, თუმცა 8 აპრილს მელიას ადვოკატებმა პროცესში მისი დაშვების შუამდგომლობა დააყეენეს, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა და მელია დღეს, 13 აპრილს, პროცესს დაესწრო.

როგორც მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, არ აქვს მოლოდინი, რომ მელიას პროცესზე დასწრების ნებას ისევ მისცემენ.

“ალბათ, აღარ დააბრუნებენ ნიკა მელიას. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც არის, ვინაიდან მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესზე საკმაოდ მტკივნეულია, პირველ რიგში, ნინო ჩახნაშვილისთვის, პროკურორებისთვის და, ზოგადად, ხელისუფლებისთვის. იმიტომ, რომ ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა მისთვის ერთგვარად არის საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალება და ამიტომ ვვარაუდობ, რომ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს”, — განუცხდა “მთავარ არხს” საძაგლიშვილმა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელია პატიმრობაში რჩება.

ნიკა მელია პატიმრობაში რჩება