ახალი ამბები

ნიკა მელია პატიმრობაში რჩება

13 აპრილი, 2021 • 1024
ნიკა მელია პატიმრობაში რჩება

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავად მელიაც ესწრებოდა. დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, პროკურატურა კი  — აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.

სასამართლოს ეზოში ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი