“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ნიკა მელიას სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავად მელიაც ესწრებოდა. დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, პროკურატურა კი — აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. სასამართლოს ეზოში ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed