ახალი ამბები

გუმათთან გზა ისევ ჩაკეტილია, ადგილზე პოლიცია იმყოფება – აქტივისტი

12 აპრილი, 2021 • 869
გუმათთან გზა ისევ ჩაკეტილია, ადგილზე პოლიცია იმყოფება – აქტივისტი

გუმათთან გზა ისევ გადაკეტილია, ადგილზე ისევ პოლიცია იმყოფება. ამის ნეტგაზეთს ერთ-ერთმა აქტივისმა კახა ასათიანმა განუცხადა. მისივე თქმით, აქტივისტები ღამის ადგილზე დარჩებიან.

“გზა ახლაც ჩაკეტილია. ორი მანქანა გამოვატარეთ… პოლიცია კარვის დაშლას აპირებდა, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ. თქვეს რომ[პროპორციულ ძალას] გამოვიყენებთო, მაგრამ შემდეგ აღარ დაშალეს [აქტივისტები]. ის ორი მანქანა გამოვატარეთ და ახლა გზა ისევ დაკეტილია,”-უთრა ნეტგაზეთს აქტივისტმა.

რამდენიმე საათის წინ პოლიციის მაღალჩინოსანმა სულხან თამაზაშვილმა „რიონის ხეობის მცველებს“ განუცხადა, რომ თუკი დემონსტრანტები გუმათთან გადაკეტილ გზას არ გახსნიან, პოლიცია „პროპორციულ ზომას“ გამოიყენებს. ამას გარდა, მან იქ შეკრებილ აქტივისტებს პირობებზე დათანხმებისთვის ნახევარი საათი მისცა. მას არ დაუზუსტებია, რა კონკრეტულ ზომას გამოიყენებდა პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი