ახალი ამბები

ხანძარი ვარკეთილში — ადგილზე 7 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს

10 აპრილი, 2021 • 1938
ხანძარი ვარკეთილში — ადგილზე 7 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს

ვარკეთილში, ხომლელის ქუჩაზე, 10 აპრილის საღამოს ხანძარი გაჩნდა. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ფართში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, მაღაზიაა განთავსებული.

“ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძარი ვარკეთილში. ფოტო: Facebook/Meri Khujievi

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.