ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა დაწესებულებების შენობებზე 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.
პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში მცხოვრები 4 მოქალაქე 7 აპრილს მდინარე ენგურში იმ დროს დაიღუპა, როცა ისინი მდინარის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ.
ენგურზე მომხდარი ტრაგედია კარანტინს უკავშირდება | რას ამბობენ გალელები და ექსპერტები