ახალი ამბები

შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების დრო მოვიდა – ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 • 553
შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების დრო მოვიდა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, “სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე” მორატორიუმი გამოცხადდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ინიციატივით პოლიტიკურ პარტიებს ზეპირსიტყვიერად მიმართა:

“მგონი, დრო მოვიდა მორატორიუმის გამოცხადების, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. თავი რომ შევიკავოთ, ამისგან, მე მგონი, ზოგადად შეიცვლება ატმოსფერო და განწყობები და ჩვენ ვართ განწყობის ქვეყანა და ეს განწყობა რომ შეიცვლება და უფრო სხვანარიად რომ შევხედავთ ერთმანეთს და მომავალს, მე მგონი, ეს ყველაფერი ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი