თბილისში, ევროპის მოედანზე, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით აქცია გაიმართა. როგორც გია გაჩეჩილაძე აცხადებს, დღეს, 9 აპრილს, ქართველი ხალხის მარადისობის დღეს დააწესებენ.
მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი და მედიასაშუალებების დღის წესრიგი ხალხის განწყობებს აცდენილია. მისი თქმით, საზოგადოება ფსევდოდაპირისპირებით დაიღალა.
აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით გადაინაცვლეს საპატრიარქოსთან, საბოლოოდ აქცია “დედაენის ბაღში” დასრულდება.