“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, განცხადება, რომ
როგორც ვაშაძე ამბობს, ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი, დიდხანს ვერ გაგრძელდება და ჰაერში ვერ ჩამოეკიდება.
“განცხადება გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი პრინციპული მზაობა დამეფიქსირებინა შეთანხმებისთვის იმ ხუთივე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტშია. ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა დაიძრას და ამისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯერ მესამე რაუნდი ჩატარდეს. ამ დოკუმენტში უნდა იყოს ხუთივე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტა, არა ხუთიდან ოთხზე და ხუთიდან სამზე, არამედ ყველა საკითხზე. მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხზე და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით უნდა იყოს კონკრეტული გზა.
რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი ყველა ოპოზიციური პარტია იყოს. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. მე უბრალოდ ვთქვი ის, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ გვიჭირდა და არც არასდროს გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ დოკუმენტს ხელი ყველამ მოაწეროს”, — განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე “ოცნებას” მიმართავს, რომ შეთანხმება “არ ტეხავს”.
“პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, შეთანხმება ცუდი არ არის, არავინ ჩამოგხსნით ეპოლეტებს იმისთვის, თუ შეთანხმება გაფორმდება ყველა იმ საკითხზე, რომელიც დოკუმენტში არის. შეთანხმება არ ტეხავს”, — განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ისევ დაბრუნდეს კრისტიან დანიელსონი საქართველოში ან სხვა ფორმატში გაგრძელდება თუ არა მოლაპარკებები, ვაშაძე ამბობს, რომ ორი რაუნდის შემდეგ ახალი ფორმატი არ იქნება.
“სხვა ფორმატი არ შეიქმნება, რა ფორმა ექნება ამას, არ ვიცი, მაგრამ ჩემი განწყობა და განცხადება არის, რომ მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს და უნდა გაიმართოს შეთანხმების მიღწევის მიზნით და არა რაუნდი რაუნდისთვის”, — განაცხადა ვაშაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცილაური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციის მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. დანიელსონმა თქვა, რომ თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და შარლ მიშელი გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის მედიაცია.